როგორ მოვიშოროთ ფერიჭამია კანის დაუზიანებლად: სამი რჩევა დერმატოლოგისგან

© Tbiliselebi.geქერა ქალი
ქერა ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ცნობილი ამერიკელი დერმატოლოგი გასწავლით, როგორ უნდა მოიშოროთ ფერიჭამია ისე, რომ კანი არ დაიზიანოთ.

ამერიკელი პრაქტიკოსი დერმატოლოგი ერინ გილბერტი, რომელიც კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ მშობლიურ ნიუ-იორკში, არამედ მთლიანად ამერიკაში, ძალზე საჭირო რჩევას აძლევს ქალბატონებს.

კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გაიახალგაზრდავეთ ყელის კანი მარტივად: კოლაგენის პროცედურები შინაურულად

საუბარია აკნეს (მუწუკის) კანიდან უსაფრთხოდ, მარტივად და კანის დაუზიანებლად მოშორებაზე.

საქმე ისაა, რომ აკნეს მოშორებისას მთავარი პრობლემა – კანის ტრავმირებაა, როდესაც კანი თითებისა თუ კოსმეტიკური ინსტრუმენტის დაჭერის გამო წითლდება და, გარდა ამისა, ჩნდება ქსოვილში ინფექციის შეტანის საშიშროება.

ერინ გილბერტი გირჩევთ:

  • აკნეს მოშორების წინ გაიცივეთ კანი. ამისათვის კარგი იქნება, თუ ყინულის კუბს ქაღალდის ხელსახოცში გაახვევთ და ფერიჭამიაზე დაიდებთ. ყინულის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად გაცივებული კიტრის ნაჭერი;
  • ინფექციით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კრემი. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუწუკის გარშემო კანის საფარი გამოკვეთილად გაწითლებულია;
  • და ბოლოს: ჯობს საერთოდ არ შეეხოთ მუწუკს და დაელოდოთ, სანამ თავისით არ გაქრება.

გარდა ამისა, ცნობილი დერმატოლოგი ასახელებს სამ პროდუქტს, რომელთა არა მარტო ნიღბები და სკრაბები, არამედ მიღებაც უკიდურესად სასარგებლოა სახის კანისთვის. ასეთებია:

ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რა უნდა იცოდეთ „სიკვდილის სამკუთხედზე“: უკიდურესად სახიფათო ზონა სახეზე

ყავა – მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც სახის კანს თავისუფალი რადიკალებისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენისგან იცავს. ამიტომ, ექიმის თქმით, თამამად შეგიძლიათ დღეში სამი დიდი ფინჯანი ყავა მიირთვათ – ოღონდ უშაქროდ;

შავი ღვინო – ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ხილთან ერთად და ისიც არაუმეტეს ერთი ჭიქისა დღეში;

პომიდორი, ტომატ-პასტა და პომიდვრის წვენი – პომიდორი მდიდარია А, С და Е ვიტამინებითა და ასევე ბეტა-კაროტინებით, რომლებიც შესანიშნავად ებრძვის ფერიჭამიებისა და პიგმენტაციის წარმოშობას. ოღონდ ერინ გილბერტი გაფრთხილებთ, რომ ტომატის პასტაცა და წვენიც აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს. 

ყველა ახალი ამბავი
0