შესაბამისად, ჟელატინის ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღაბი კანქვეშა ფენებს ცილის იმ სახეობით ავსებს, რომლებიც ეპიდერმისის სიგლუვეს გარანტირებულს ხდის.
გთავაზობთ სახისა და ყელის კანის გასაახალგაზრდავებელ მარტივ კურსს, რომელიც სახლის პირობებში კეთდება. კოლაგენის კურსი, რომელიც 10 პროცედურისგან შედგება, ნამდვილად გაგაოცებთ ეფექტურობით და გარწმუნებთ, მეგობრებიც მყის მოგბაძავენ.
ინგრედიენტები
- 1 სუფრის კოვზი ჟელატინი;
- 5 სუფრის კოვზი რძე;
- 10-10 წვეთი A და B ვიტამინები;
- 1 კვერცხის გული;
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი და გამოყენება
- გააცხელეთ რძე არაუმეტეს 40 გრადუსამდე;
- თბილ რძეში ჩაყარეთ კარგად დაფშვნილი ჟელატინი (კორკოშელები რომ არ ჰქონდეს) და გაუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ;
- „დაასვენეთ“ ნაერთი 20-30 წუთით, რათა ჟელატინად ჩამოყალიბდეს;
- ამის შემდეგ დაუმატეთ მას დანარჩენი კომპონენტები და ურიეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად არ შეენივთება.
- მიღებული მასა კიდევ ერთხელ ოდნავ შეათბეთ ადუღებული წყლის ორთქლზე და წაისვით თბილი ნარევი სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 25-30 წუთით. ბოლოს ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით.
გახსოვდეთ: კოლაგენის კურსი 10 პროცედურისგან შედგება, ხოლო პროცედურებს შორის ინტერვალი 3 დღე უნდა იყოს!