„ბერძნები საქართველოში“: თბილისში იმართება გამოფენა უნიკალური ექსპონატებით

© photo: National Archives of Georgia / FBგამოფენა „ბერძნები საქართველოში“
გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებიც საქართველოში ბერძნების ცხოვრებას და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ასახავს.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობს გამოფენა „ბერძნები საქართველოში“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ექსპოზიცია საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, რომელიც ქვეყანაში 25 მარტს აღინიშნება. გამოფენის მიზანია იმ თბილი, მეგობრული ურთიერთობების ჩვენება, რომელიც ორი ქვეყნის ხალხებს აკავშირებს.

დღეს გამოფენას ესტუმრნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი.

ჯანსუღ კახიძის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ – თბილისში მოცარტის მუსიკა აჟღერდება

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, მათ შორის როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვ.

„ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოჰყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოფენა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0