ოპოზიციის მხარდამჭერები კომენდანტის საათის დროს ფეხბურთის ყურებას პარლამენტთან აპირებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliკარვები პარლამენტის წინ
კარვები პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
სტადიონზე მისულ ქომაგებს „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლება ექნებათ, მათი ერთგვარი საშვი თამაშზე ბილეთი იქნება

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები საქართველო-ესპანეთის მატჩის ყურებას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე აპირებენ.

ამგვარად ისინი დაარღვევენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას - ე.წ. კომენდანტის საათს, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

„დინამო-არენას“ ცარიელი ტრიბუნები - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
„დინამო-არენაზე“ შუქის ჩაქრობას ესპანელების ვარჯიშზე ესპანური პრესა ეხმაურება

იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ნაწილს შეუძლია მატჩზე დასწრების პრივილეგიით ისარგებლოს და კომენდანტის საათი დაარღვიოს, გადავწყვიტეთ რუსთაველის გამზირიდან პირდაპირი ტრანსლაცია წავიყვანოთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ ტერიტორიას დილის 5 საათამდე, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებებს მოვაწყობთ, განაცხადა ტელეარხ Formula-ს ეთერში ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის დღეს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მაყურებელი „დინამო არენაზე“ საფეხბურთო მატჩს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით დაესწრება. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე ტრიბუნების 30% შეივსება.

საქართველო-ესპანეთის მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს >>

სტადიონზე მისულ ქომაგებს „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლება ექნებათ, მათი ერთგვარი საშვი მატჩის ბილეთი იქნება. გარდა ამისა, მეტრო და ავტობუსები 29 მარტის 01:00 საათამდე იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0