00:21 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
8201

ფეხბურთის ქომაგებისთვის კვირას „კომენდანტის საათი“ შერბილდება, რათა მატჩის შემდეგ მათ სახლში დაბრუნება დაჯარიმების გარეშე შეძლონ

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისში ესპანეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩის გამო მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებულ რეჟიმში – 01:00 საათამდე იმუშავებენ

მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მაყურებელი „დინამო არენაზე“ საფეხბურთო მატჩს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით დაესწრება. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე ტრიბუნების 30% შეივსება.

მატჩის ბილეთები ონლაინ იყიდება. ბილეთების მფლობელები მატჩის დღეს ქუჩებში გადაადგილებას 01:00 საათამდე შეძლებენ.

ეპიდვითარების სტაბილიზაციის გამო, მიუხედავად რიგი შეზღუდვების მოხსნისა, საქართველოს მთავრობა გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გასული წლის ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს, ჯერ არ გეგმავს. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას იწვევს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ვირუსთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „კომენდანტის საათის“ გაუქმება არ იგეგმება, რადგან ამისთვის საფუძველი არ არსებობს.

მთავარი თემები