კარდიოლოგი: კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტებულია

© Sputnik / Viktor Kaminskyკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
კახა კალაძემ პარასკევს თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, აცხადებს კარდიოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა.

კახა კალაძეს სამედიცინო გამოკვლევები ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.

„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით”, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
კახა კალაძე კლინიკაშია: თბილისის მერი დიაგნოზის შესახებ პოსტს აქვეყნებს

მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

როგორც თსსუ-ის პროფესორმა, ანგიოლოგმა მამუკა ბოკუჩავამ აღნიშნა, თბილისის მერს რაიმე ქირურგიული კორექცია არ ესაჭიეროება.

კახა კალაძემ პარასკევს თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

  • ვესტიბულოპათია (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა - ვესტიბულარული სინდრომი) - ეს არის სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების თანმხლები გამოვლინება ან კონსტიტუციური თავისებურება. მას ახასიათებს უცაბედად გამოვლენილი ანდა ხშირი თავბრუსხვევები და ბარბაცი სიარულისას.
ყველა ახალი ამბავი
0