კახა კალაძე კლინიკაშია: თბილისის მერი დიაგნოზის შესახებ პოსტს აქვეყნებს

© Sputnik / Viktor Kaminskyკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თავისი დროებით გაუჩინარების მიზეზი განმარტა - საქმე სამედიცინო დიაგნოზშია

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის მერი საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე წერს.

კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე იმყოფება.

„თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. შეხვედრამდე!" — წერს კახა კალაძე.

როგორც დედაქალაქის მერი წერს, უამრავი შეტყობინება მისდის ნაცნობებისა და სრულიად უცნობი ადამიანებისგან, ამიტომ გადაწყვიტა, თავად გაევრცელებინა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა – თავის ტვინის კომპლექსური დაავადებაა, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო ვითარდება.

ყველა ახალი ამბავი
0