საქართველო-შვედეთის მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა: მასპინძლები დაწინაურდნენ

© Sputnik / Alex Shlamovფეხბურთი. საქართველო-მაკედონია
ფეხბურთი. საქართველო-მაკედონია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყო. შეხვედრის პირველი გოლი შვედი ლეგენდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით გავიდა

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და შვედეთს შორის ანგარიშით 1:0 შვედეთის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებმა შეხვედრა პასიურობით დაიწყეს. ფეხბურთელები საწყის წუთებში სიფრთხილით გამოირჩეოდნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში თავიდანვე კონტრშეტევებზე ააწყვეს, რამაც ნაწილობრივ შედეგი გამოიღო და ქვილითაია მეტოქის კარის დარაჯთან პირისპირ დარჩა, თუმცა „ანორთოსისის“ შემტევს, შეიძლება ითქვას, საფეხბურთო კლასი არ ეყო და მეკარეს ბურთი პირდაპირ ხელებში მისცა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
შვედეთი-საქართველო: დასახელდა ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

ქართველებმა კიდევ რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შვედმა ფეხბურთელებმა მატჩის 35-ე წუთზე სახიფათო შეტევა წამოიწყეს, მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდეალურად დახვდა, საგოლე პასი გააკეთა და კლაუსენმაც ანგარიში გახსნა.

პირველი ნახევრის ბოლოს ქართველებს რამდენიმე კონტრშეტევის შანსი კიდევ მიეცათ, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნახევარი შვედების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

საქართველოსა და შვედეთს შორის მატჩი შვედეთის ქალაქ სოლნაში მიმდინარეობს. შეხვედრას ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი უძღვება.

კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0