თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შვედეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ცნობილია.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე შვედეთის ქალაქ სოლნაში დაიწყება. ვილი სანიოლის შერჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია - გურამ გიორბელიძე, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელ გრიგოლ ჩაბრაძესთან ერთად დაცვის ფლანგებს გაამაგრებს.
შვედეთის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაშია იტალიური „მილანის“ ლეგენდარული თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მის შეჩერებას კი ჩვენი გუნდის რიგებიდან ლაშა დვალი და გურამ კაშია შეეცდებიან. იბრაჰიმოვიჩს შეტევაში ახალგაზრდა ალექსანდერ ისააკი შეუწყვილდება.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურება:
საქართველო - გიორგი ლორია, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია.
სათადარიგო - გიორგი ბერიძე, გია გრიგალავა, ვაკო გვილია, ჯაბა ჯიღაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ჯიმი ტაბიძე, ბუდუ ზივზივაძე.
შვედეთი - კრისტოფერ ნორდფელდტი, მიკაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინგელეფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი, დეიან კულუსევსკი, სებასტიან ლარსონი (კაპიტანი), კრისტოფერ ოლსონი, ვიქტორ კლასონი, ალექსანდერ ისააკი, ზლატან იბრაჰიმოიჩი.
სათადარიგო - პიერ ბენგსტონი, იენს კაიუსტე, ალბინ ეკდალი, ემილ ფორსბერგი, კარლ ჯონსონი, იესპერ კარლსონი, ემილ კრაფტი, რობინ ოლსენი, რობინ ქუაიზონი, კენ სემა, კარლ სტარფელტი, მატიას სვანბერგი.
შეხვედრას ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი გაუძღვება.