კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
დროა, თანამედროვეობას თანამედროვე კანონმდებლობით ვუპასუხოთ, განაცხადა წულუკიანმა და კულტურის სფეროში დიდი ცვლილებები დააანონსა

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოში ახლო მომავალში კულტურის ახალი კოდექსი შეიქმნება და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

წულუკიანი: ვიცი რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში>>

„დროა, გაფანტული და ცოტა არ იყოს, მოძველებული ნორმები განვაახლოთ ერთ დოკუმენტში, „კულტურის კოდექსში“ მოვუყაროთ თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით“, – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს საქმე მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას დაავალა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
წულუკიანი: მეძახონ ბერია, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის უკან

კულტურის სფეროში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა ასევე კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით, უწყებას კულტურის სფეროში დიდი მუშაობა მოუწევს.

„პირველი რიგის ამოცანაა, რომ კულტურა იყოს ყველასთვის მისაწვდომი და ემსახურებოდეს ხალხს. აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის გარეშე არ არსებობს წინსვლა და ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს. „რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს“, – განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0