„იისფერი დღე“ საქართველოში: რამდენი ადამიანია დაავადებული ეპილეფსიით ქვეყანაში

© AP Photo / Mark Lennihanდედა–შვილი პირბადეებით
დედა–შვილი პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
დღეს, 26 მარტს მსოფლიოში ეპილეფსიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყველაფერი 2008 წელს პატარა გოგონათი დაიწყო, რომელსაც სურდა, რომ სხვებისნაირი ყოფილიყო...

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველო უერთდება „იისფერ დღეს“, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება 26 მარტს და ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს ეძღვნება.

საერთაშორისო ღონისძიების მიზანია ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ დაავადებაზე, როგორიც ეპილეფსიაა.

ჯანდაცვის სამინისტრო: ეპილეფსიის მედიკამენტის მიწოდების ხარვეზი აღარ არსებობს>>

ეპილეფსია ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მოულოდნელი ეპილეფსიური შეტევები ახასიათებს. ფორმების მიხედვით, შეტევები ვლინდება საყრდენ–მამოძრავებელი, გრძნობის, ვეგეტატიური, ფსიქიკური დარღვევების სახით. შეტევებს თან ახლავს სხვადასხვა ხარისხის გონების დაკარგვა. მსოფლიოში ეპილეფსიით 60 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო იუწყება, საქართველოში ეპილეფსიით 5 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული.

ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2018
ეპილეფსია - მკურნალობა და დიაგნოსტირება: როგორ მოვიქცეთ თუ შეტევის თვითმხილველი გავხდით

ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა, რომელიც მათ აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

საქართველოში 2020 წლიდან დღემდე ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით ისარგებლა 3520 ბენეფიციარმა. სახელმწიფო ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს წელიწადში საჭირო თანხის 75%-ით აფინანსებს, ხოლო სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ვეტერანები და სხვა მსგავსი კატეგორიები მთლიანად ფინანსდებიან.

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე პატარა გოგონას წყალობით დაწესდა. ერთხელ ცხრა წლის კესედი მეგანმა, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, გადაწყვიტა, რომ ყველასთვის ეჩვენებინა – ისიც ისეთივე ადამიანი იყო, როგორც სხვები. მან 2008 წელს მოიფიქრა „იისფერი დღე“. 26 მარტს ყველა მსურველს შეუძლია სოლიდარობა გამოუცხადოს ამ დაავადების მქონე ადამიანებს. უკვე 2009 წელს ამ დღეს შეუერთდა დაახლოებით ასი ათასი სტუდენტი, დაახლოებით ასი საზოგადოებრივი გაერთიანება და ასზე მეტი ცნობილი პოლიტიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური