ეპილეფსია - მკურნალობა და დიაგნოსტირება: როგორ მოვიქცეთ თუ შეტევის თვითმხილველი გავხდით

© Pixabay / backy3723ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს
ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია სოფიკო შაგიძე - ნევროლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, ნეირორადიოლოგი.

მუშაობს ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრში და რადიოლოგიის დეპარტამენტში. პარალელურად კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე.

ეპილეფსია წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან epilambanein და ნიშნავს „მოულოდნელად შეპყრობას“, რომელიც შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის ადამიანს.

ეპილეფსიის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობაში ძალიან მწირი და მცდარია, ამის გამო ის ხშირად უსაფუძვლოდაა მიჩნეული სამარცხვინო და საშიშ დაავადებად. აღნიშნულის გამო დიაგნოზი „ეპილეფსია“ სტრესია პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, რომელსაც თან ახლავს მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები და იწვევს ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას.

საქართველოში დაახლოებით 40 ათას ადამიანს აქვს ეპილეფსია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანების პრაქტიკულად 2/3 არასწორად მკურნალობს ან საერთოდ ვერ იღებს მკურნალობას სხვადსხვა მიზეზის გამო.

ექიმი - Sputnik საქართველო
კისტა: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

და მაინც, რა არის ეპილეფსია?

ეპილეფსია  წარმოადგენს თავის ტვინის ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც ირღვება  ტვინის  ნორმალური ელეტრული აქტივობა, რაც კლინკურად სხვადსხვა ტიპის შეტევით — გულყრით ვლინდება.

ეპილეფსიური გულყრების გამოვლინება მრავალფეროვანია, ცნობიერების ხანმოკლე შეცვლიდან  კრუნჩხვით შეტევამდე. ხასიათდება განმეორებადობით, შეიძლება იყოს კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი. საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოყოფილია გულყრის ორი ძირითადი ტიპი – ფოკალური და გენერალიზებული.

ფოკალური შეტევა — გამოვლინდება გემოს, სუნის, გარემოს აღქმის/ ხედვის შეცვლით. ხანმოკლე კრთომით რომელიმე კიდურში ან სხეულში, ასევე დაბუჟების, თავბრუსხვევის და სხვა შეგრძნებებით. აღნიშნულს შეიძლება ახლდეს თან ცნობიერების შეცვლის ხანმოკლე ეპიზოდი.

გენერალიზებული შეტევისას რამდენიმე ვარიანტია, თუმცა ყველაზე ხშირია ტონურ-კლონური გულყრა, რომლის ფაზაში ვლინდება კუნთების მკვეთრი დაჭიმულობა, უპირატესად ზურგის და კიდურების, რასაც მოყვება კლონური ფაზა — კუნთების შეკუმშვა, კანკალი. შეტევის ამ ტიპს ახლავს გონების კარგვა.

ბავშვი თბილისის ერთ-ერთ პარკში - Sputnik საქართველო
სეზონური დაავადებები - როგორ დავიცვათ თავი „ზაფხულის დაავადებებისგან“

ეპილეფსია შეიძლება განვითარდეს სხვადსხვა მიზეზის გამო, მათ შორის: გენეტიკური წინასწარგანწყობა, თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება — პოსტრავმული ცვლილებები, სიმსივნეები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნეიროინფექციები და სხვა.

ეპილეფსიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და  კვლევების ჩატარება, რომელთა მიზანია დავადგინოთ ეპილეფსიური გულყრის ტიპი, ეპილეფსიური კერა, გულყრის განვითარების მიზეზი, რაც აუცილებელია სწორი მკურნალობის განსაზღვრისათვის.

რას გულისხმობს ეპილეფსიის დიაგნოსტირება?

ეპილეფსიის დიაგნოზის დადგენა იწყება ექიმის კონსულტაციით, რის შემდეგაც ხდება ადამიანის ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა (ეეგ), რაც გულისხმობ თავის ტვინის ელეტრული აქტვობის გრაფიკულ რეგისტრირებას. კლევა აბსოლუტურად უსაფრთო და უვნებელია.

თბილისის ერთ-ერთი კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის დაზღვევა – ხელმისაწვდომობა და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები

დიაგნოსტიკური საჭიროების მიხედვით  გამოიყენება სხვადასხვა ხანგრძლივობის ელეტროენცეფალოგრაფიული მონიტორინგი სინქრონიზებულ ვიდეო ჩანაწერთან ერთად, რაც ზრდის მონაცემების სიზუსტეს.

დიაგნოზის სრულყოფისათვის ეეგ-სთან ერთად ასევე ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები: თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), კარდიოლოგიური, ლაბორატორიული, ნეიროფსიქოლოგიური, გენეტიკური  და სხვა კვლევები.

რა უნდა გავაკეთოთ თუ ეპილეფსიური შეტევის თვითმხილველი გავხდით?

სამწუხაროდ საზოგადოებაში დღესაც  გავრცელებულია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ გულყრის დროს აუცილებელი კრიჭის გახსნა ხელით ან სხვა ნივთების დახმარებით, რათა ადამიანმა არ „გადაყლაპოს ენა“. სინამდვილეში ამის გაკეთება არავითარ შემხვევაში არ შეიძლება, თქვენი ქმედება კი არ ამცირებს ადამიანის სასუნთქი გზების დახშობის რისკს, არამედ ზრდით პაციენტის და საკუთარი თავის დაზიანების ალბათობას.

ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

რა უნდა გავაკეთოთ შეტევის დროს:

— აუცილებლად დარეკეთ სასწრაფოში

— მოაცილეთ ირგვლივ მდებარე ბასრი და მტვრევადი საგნები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ  დამატებითი ტრავმირება

— შეეცადეთ, ძალიან ფრთხილად თავის ქვეშ მოათავსოთ რაიმე რბილი, რათა თავის ტრავმული  დაზიანების შანსი შეამციროთ

— არ ეცადოთ კრიჭის გახსნა!!! გადმოაბრუნეთ ადამიანი მარჯვენა გვერდზე და  ფრთხილად დააფიქსიროთ ის ამ პოზიციაში. ამით თქვენ გაათავისუფლებთ მოდუნებული ენის კუნთით ნაწილობრივ დახშობილ სასუნთქი გზებს და შეამცირებთ პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვის სასუნთქ გზებში მოხვედრის ალბათობას.

— ნუ მოუჭერთ ან გააკავებთ კიდურებს კრუნჩხვისას, ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ამოვარდნილობა, სახსრის მყესოვანი აპარატის დაზიანება, იშვიათად მცირე ძვლების მოტეხილობა.

დაელოდეთ შეტევის ჩამთავრებას და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლას, არ მიატოვოთ ადამიანი მართო შეტევის დროს.

მიხეილ დიაკონიძე - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის პრობლემები: ვის ვენდოთ ექიმს თუ მედიას

ეპილეფსიური შეტევების საშუალო ხანგრძლივობა წარმოადგენს 2-3 წუთს, ამის შემდეგ ის როგორც წესი ყოველგვარი ჩარევის გარეშეც გაივლის, თუმცა არსებობს სასი ახალი შეტევის განმეორების  ან/და შეტევის გახანგრძლივების.

გაითვალისწინეთ, რომ შეტევის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში  ადამიანი შეიძლება იყოს შეშინებული, დაბნეული, ვერ  ერკვეოდე დროსა და სივრცეში, შეტევის ჩამთავრებისთანავე ჩაეძინოს.

ეპილეფსიის მკურნალობა

დიაგნოზის დადგენის შემდეგ აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობის შერჩევა. ანტიკონვულსიური თერაპიის შერჩევისას წამყვანი როლი ენიჭება ეპილეფსიურ სინდრომსა და შეტევის ტიპს,  თუმცა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, არსებული თანდართული დაავადებები და მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (მედიკამენტის  ტერიტორიული და ფინასნური ხელმისაწვდომობა). იმ პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის ფონზე 3 წლის განმავლობაში გულყრა არ ჰქონიათ, აქვთ მკურნალობის შეწყვეტისა და სრული გამოჯანმრთელების მაღალი შანსი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტების მოხსნა უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით, თანდათანობით, სპეციალური სქემით,  რადგანაც არსებობს შეტევის განმეორების რისკი.

ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს — ეპილეფსია არ წარმოადგენს განაჩენს, მისი დროული დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობით მიიღწევა შეტევების პრაქტიკულად სრული კონტროლი და გარკვეულ შემთხვევაში სრული განკურნებაც კი.

 

ყველა ახალი ამბავი
0