სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური ხომალდი ნავთობის ფასებს გაზრდის

© AP Photo / Suez Canal AuthorityЗастрявший в Суэцком канале контейнеровоз EVER GIVEN
Застрявший в Суэцком канале контейнеровоз EVER GIVEN - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
სუეცის არხში უკვე მეორე დღეა, რაც ნავიგაცია დაბლოკილია და ათობით ნავთობმზიდი მოძრაობას ვერ აგრძელებს

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ სუეცის არხში ნავიგაცია ჯერ ისევ დაბლოკილია მეჩეჩზე შემჯდარი ხომალდის Ever Given–ის გამო, ნავთობის ფასმა შეიძლება ათი და მეტი პროცენტით მოიმატოს, განუცხადა РИА Новости–ს ნავთობბაზრების კუვეიტელმა ექსპერტმა ჰუჯად ბუ ჰუდურმა.

Суэцкий канал - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ინციდენტი სუეცის არხში: გიგანტურმა ხომალდმა გზა გადაკეტა – ვიდეო

აღინიშნება, რომ უკვე მეორე დღეა, რაც არხში რამდენიმე ათეული ხომალდია გაჩერებული, მათ შორის ნავთობტანკერებიც.

„დაახლოებით ასამდე გემი ახლა ბლოკირებულია არხში, რაც, რაღა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. ზრდამ შეიძლება 10%-ს მიაღწიოს და გადააჭარბოს კიდეც“, — აცხადებს ექსპერტი.

მისი აზრით, ნავთობზე ფასების ზრდა დიდხანს გაგრძელდება, ანუ მანამდე, სანამ მიწოდებები არ დასტაბილურდება.

გარდა ამისა, ბუ ჰუდურს მიაჩნია, რომ ასევე შესაძლოა გაიზარდოს გემების დაზღვევის ღირებულებაც, რაც კიდევ ერთ ტვირთად ექცევა მსოფლიო ეკონომიკას.

სიგრძეში 400 მეტრიანი და 224 ათასი ტონის ტვირთამწეობის Ever Given–ი ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, როდესაც არხში 151–ე კილომეტრზე გარდიგარდმო გაიჭედა და მიმოსვლა დაბლოკა.

როგორც სუეცის არხის კომპანია–ოპერატორი Gulf Agency Company (GAC) აცხადებს, მეჩეჩზე შემჯდარი კონტეინერმზიდის დაძვრას რვა ბუქსირი ჯერ კიდევ ამაოდ ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0