თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სუეცის არხში მეჩეჩზე შემჯდარმა გიგანტურმა კონტეინერმზიდმა Evergreen-მა მოძრაობა ჩაკეტა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მეტად გადატვირთულ საზღვაო–სავაჭრო გზაზე, იუწყება სააგენტო Bloomberg.
me tryin’ to fix federal government
— Rep. Peter Meijer (@RepMeijer) March 23, 2021
(evergreen tweet) pic.twitter.com/2BCwoODnSB
გავრცელებული ინფორმაციით, გაჭედილმა კონტეინერმზიდმა დაახლოებით 100 ხომალდის მოძრაობა შეაჩერა.
ტაივანური მფრახტავი კომპანია Evergreen Line-ის ცნობით, გიგანტური კონტეინერმზიდი კურსს „მოულოდნელად ამოვარდნილი ხანგრძლივი ქარის გამო ასცდა“ და მეჩეჩზე „შემთხვევით“ შეჯდა.
ხომალდი, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, არხის მთელ სიგანეზეა გაჭედილი და მისი შებრუნების მცდელობას ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს. ბუქსირები უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ცდილობენ ადგილიდან მის დაძვრას.