მორის ყვითელაშვილი სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადავიდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
მოკლე პროგრამის შესრულებისას ყვითელაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მსაჯებისგან 74.66 ქულა დაიმსახურა

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი სტოკჰოლმში, მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის წარდგენის შედეგად 21-ე ადგილზეა და ფინალში გავიდა.

მოკლე პროგრამის შესრულებისას ყვითელაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მსაჯებისგან 74.66 ქულა დაიმსახურა (37.63 - ტექნიკური ელემენტებისთვის და 37.03 - პროგრამის კომპონენტებისთვის). ეს საკმაოდ დაბალი შეფასებაა ქართველი მოციგურავისთვის, რადგან ყვითელაშვილისთვის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგია 89.94 ქულა.

ალინა ურუშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ქართველი მოციგურავე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამის ეტაპზე გადავიდა

წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, ყვითელაშვილი თავისუფალი პროგრამის ეტაპზე მაინც გადავიდა, რადგან ფინალში 33-დან 24 სპორტსმენი ხვდებოდა.

რაც შეეხება ლიდერს, მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ პირველ ადგილზეა იაპონელი იუძურუ ჰანიუ (106.98 ქულა). მეორე პოზიციაზეა „ამომავალი მზის ქვეყნის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი იუმა კაგიამა (100.96). მესამე ადგილზეა აშშ-ის წარმომადგენელი ნეიტან ჩენი (98.85).

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონი მამაკაცებს შორის 27 მარტს გამოვლინდება.

ყველა ახალი ამბავი
0