ალო, ყური დამიგდეთ... კითხვა მაქვს თქვენთან...

© Sputnik / STRINGER Виды Тбилиси - прохожие на улице в старом городе идут мимо закрытых кафе
Виды Тбилиси - прохожие на улице в старом городе идут мимо закрытых кафе - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა. NDI-ს კვლევით შედეგებით, საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესებისადმი მზარდი ნიჰილიზმია. რატომ და რა იკვეთება სამომავლოდ?

სამსონ ხონელი

გადავწყვიტე, პირობა უნდა დავარღვიო და რამდენიმე სტრიქონით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოვეხმაურო. კი, მაგრამ რა გრჯის, რატომ არ გეზარება? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, მარტივად განვმარტავ, სათქმელი დამიგროვდა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.  

დარწმუნებული ვარ, ახლა, წინამდებარე სტატიის სახელდების შემხედვარე, ვარაუდობთ, რომ ვაპირებ მომდევნო სტრიქონები ბოლო პერიოდში ჩვენში გასაჯაროებული ფარული მიყურადების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტებსა და შინაარსს დავუთმო. არადა, მერწმუნეთ, არ არის ასე. არც ის გამიკვირდება, დაინტერესდეთ, სხვა რა უნდა იყოს ესოდენ მაღალი ყურადღების ღირსი. მოგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოებისა და ინტერვიუს ფორმატი შეცვალა და, იანვრის თვის მსგავსად, 17-24 თებერვლის პერიოდშიც სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

რა არის ახალი და საინტერესო? თანმიმდევრულად მივყვეთ, თუმცა, თქვენს ყურადღებას, ჩემი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვან, აქტუალურ ასპექტებზე გავამახვილებ.

მაშ ასე, პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი. გამოკითხულთა 40 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას ახლოს და არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს! მიმდინარე წლის იანვრის თვის კვლევის შედეგებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტი იყო. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მე კი მგონია, რომ  საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებიდან ყველაზე საყურადღებო სწორედ ეს მონაცემია. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ეს მაჩვენებელი პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოებაში არსებულ უნდობლობასა და ნიჰილიზმზე მიანიშნებს. რატომ? შეფასებისას კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა საამისოდ ყველაფერი იღონა.

ვალუტის ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
როგორ შეხვდა ლარი გაზაფხულს?.. რას მოუტანს მერცხალი ეროვნულ ვალუტას?

ნათქვამის დასტურად ორად გაყოფილი და ძველი-ახალი „გირჩელის“ იაგო ხვიჩიას სიტყვებს მოვიშველიებ. „ამ ხუთთვიანი „სანტა-ბარბარას“ გათვალისწინებით, რასაც მოსახლეობა უყურებს, ეს შედეგი გასაკვირი არ უნდა იყოს“, − ხატოვნად და თანაც გასაგებად არის ნათქვამი.

ვეჭვობ, დამატებით განმარტებას საჭიროებდეს. პოლიტოლოგთა უმრავლესობის შეფასებით, 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი აბსურდის თეატრის სპექტაკლს წააგავს, სადაც მოქმედებაც და პერსონაჟებიც მხოლოდ სცენარის ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და აცდენილია რეალობას. მათი თქმით, საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან COVID-19-ის პანდემიისა და ამ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში პოლიტიკური კლასისთვის მთავარ დილემად პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლა–არშესვლის საკითხი რჩება...

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და შემდეგ მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტამდე ჩატარდა. მათი მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების განწყობაზე უარყოფითად აისახებოდა და პროცენტული მაჩვენებლებიც შეიცვლებოდა.    

აქვე ყველას, ვისაც მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის რეიტინგი აინტერესებს, ვეტყვი, რომ რესპონდენტთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. მეორე პოზიცია კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია − 7 პროცენტით, ყველა სხვა პარტიის ჯამური მაჩვენებელიც 7 პროცენტია.

კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. ციტირება საჭირო არ არის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტრადიციას არც ამჯერად ღალატობენ და აცხადებენ რომ მთავარი კვლევა არჩევნებია და სწორედ ის იძლევა პასუხს კითხვაზე − რომელი პოლიტიკური გუნდია საზოგადოებისთვის მისაღები და ვის ანდობს ელექტორატი ქვეყნის მართვის სადავეებს.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

რაც შეეხება ოპოზიციას, მისთვის NDI-ს კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები ნაკლებად სრწმუნოა. მათი შეფასებით, სატელეფონო გამოკითხვა არავალიდურია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ეშინია და კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

მოკლედ, ვითარება ასეთია: თუ მმართველი გუნდის ოპონენტებს დავუჯერებთ, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მერე რა, რომ მათ ამგვარ შეფასებას სხვა არავინ იზიარებს და, უფრო მეტიც, ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნით, არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ პირობებში ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მათივე პროპაგანდის მთავარი სენტენციის ერთგულია, კერძოდ, XXI საუკუნეში ადამიანთა ცნობიერებას მართავს არა ფაქტები, არამედ აღქმები. რაც შეეხება საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს, ის არავალიდურია. არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. ხმამაღლა გავიფიქრე და აქაც დავწერ – დამსეტყვე ცაო!.. ვიდრე ადრესატი ვედრებას შეისმენს, განვაგრძობ თხრობას.

გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
მეორედ მოსვლის ამბავი... ანუ რისი ეშინია ოპოზიციას?

ერთი სიტყვით, პოლიტიკური კლასი, განსაკუთრებით მისი ოპოზიციური ფლანგი, ხალხს დაშორდა, რაც ელექტორატის განწყობაზე პირდაპირ აისახა. შედეგმაც არ დააყოვნა, რა ხანია ოპოზიცია ცდილობს, ქვეყნის მთავარ გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართოს, თუმცა უშედეგოდ.

ადვილად შესამჩნევია, რომ მომიტინგეთა რაოდენობას ძალზე ხშირად ჟურნალისტები და სამართალდამცველები ჭარბობენ. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, პოლიტიკური კლასისადმი მზარდი უნდობლობისა და ნიჰილიზმის პარალელურად ქუჩის პოლიტიკამ თანდათან აქტუალობა დაკარგა. მომდევნო თარიღი ცნობილია – 15 მაისი. არის დაპირებაც, რომ მანამდე სწორედ ხალხთან მისასვლელად ქვეყანას შემოივლიან. რა შედეგს გამოიღებს კარდაკარ სიარული, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მეტად ყოფითი პრობლემები აწუხებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან, განსაკუთრებით მმართველი გუნდისგან, პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას მოითხოვს. უმუშევრობა, ფასების ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, სიღარიბე, − ასეთია ამ საკითხების არასრული ჩამონათვალი.

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
რა უნდა იცოდე, ვიდრე ბანკში სესხს აიღებ...

კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ. რესპონდენტთა 44 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი თვლის, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას. გამოკითხულთა 36 პროცენტი ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 14 პროცენტი − კარგად, თუმცა მთავარია, რომ რესპონდენტთა 54 პროცენტის შეფასებით, პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მოქალაქეთა შეხედულებებს.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორები ვაქცინაციის შესაძლო ტემპებითაც დაინტერესდნენ. თუმცა კვლევის ამ ნაწილზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული მკითხველი უკვე გაეცნობოდა კონკრეტულ მონაცემებს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, შედეგი სავალალოა, ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 53 პროცენტი აცრას არ აპირებს.

და ბოლოს, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და კიდევ ერთხელ ეცდება ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რა შედეგით დასრულდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მეორედ მოსვლა, დრო გვიჩვენებს. არ არის გამორიცხული, ევროპელი დიპლომატი შეთანხმებათა პაკეტის ევროკავშირისეული ვერსიით ჩამოვიდეს. ოფიციალური თბილისი მოლოდინშია...

 

ყველა ახალი ამბავი
0