რატომ ვერ მოხერხდა მედდის გადარჩენა – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

© AP Photo / Alessandra Tarantinoკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
რეგულირების სააგენტო ამ ეტაპზე დოკუმენტაციას სწავლობს და ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რის შემდეგაც მომხდარ ფაქტზე საბოლოო დასკვნას მიიღებს.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. იყო თუ არა ტექნიკურად შესაბამისად აღჭურვილი კლინიკა, რომელშიც ვაქცინაცია ხორციელდებოდა – საქართველოში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი მედდის საქმეს სწავლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, ფაქტის გამოძიებას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. 

ჯანმოს წარმომადგენელი სუმია სვამინათანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება

როგორც სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უკვე გამოიკითხა ახალციხის კლინიკა „იმედის“ მედპერსონალი. პარალელურად ტარდება ექსპერტიზა.

„როდესაც ჩვენ ექსპერტიზის პასუხები გვექნება, შევძლებთ დასკვნის გაკეთებას. ჯერჯერობით ჩვენ დოკუმენტების ნაწილს ვსწავლობთ, გამოძიება კი სხვა ნაწილით – დამდგარ შედეგთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, – განაცხადა კაპანაძემ.

სააგენტოს უფროსის მტკიცებით, კლინიკა „იმედი“ არსებულ სტანდარტებს შეესაბამება და პაციენტს მსგავს შემთხვევებში პროტოკოლით გათვალისწინებული სათანადო დახმარება გაეწია.

„კითხვარის შევსებისას პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, იღებდა თუ არა რაიმე პრეპარატს. მსგავსი რამ არ ფიქსირდება, მას ამის შესახებ არ განუცხადებია, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს“, – აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომ მისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო. 

 AstraZeneca  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ადვოკატი: ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში AstraZeneca-ს ჩართვას სთხოვს

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.

შემთხვევა ახალციხეში კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0