მესაზღვრეებმა უცხოელს შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვეყანაში არ შემოუშვეს: დაწყებულია გამოძიება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
თბილისის აეროპორტში მომხდარი უსიამოვნო დიალოგის ჩანაწერი სოციალურ ქსელში მოხვდა და მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო თურქეთის მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს და თან შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი Formula TV.

პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2020
პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათს დილით მოხდა. ქართველმა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე ახალგაზრდა ქალს, რომელიც თურქეთიდან თბილისში დისტანციურ სამუშაოზე ჩამოვიდა. ამასთან ისინი მას მოექცნენ ძალიან უხეშად, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებით, და უკან დაბრუნება ურჩიეს. გოგონას მხრიდან პროტესტის მიუხედავად, მესაზღვრეები უმტკიცებდნენ მას, რომ „ის არავინაა და არანაირი უფლებები არ გააჩნია“ და ისინი „საზღვრის ღმერთები არიან“.

სკანდალური დიალოგი სოციალურ ქსელებში მოხვდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებლებმა შსს-ს და ტურიზმის ადმინისტრაციას სასწრაფო რეაგირება მოსთხოვეს.

მესაზღვრეების მოქმედებას გენინსპექცია სწავლობს. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსვლაზე უარს, შსს-ში აცხადებენ, რომ ქალს უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ეთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0