თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში დააკავეს პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურში.
უწყებაში არ აკონკრეტებენ მსხვერპლის სქესს და ასაკს, ასევე უცნობია საქმის სხვა დეტალები.
გარდა ამისა, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად მოხდა დანაშაული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „გაუპატიურების“ მუხლით დაიწყო, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.