Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის მოხდა...“ - რა შეემთხვა ლევან ჯიბღაშვილს

© Facebook / Levan Jibgashviliლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა ტრაგედია დატრიალდა ბიზნესმენის ოჯახში

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რაც თავად მსახიობმა და ბიზნესმენმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს „ფეისბუქის“ საშუალებით შეატყობინა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა, ის მოხდა.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი ჯიბღაშვილის გამზრდელი ბაბუა იყო და ლევანი მის მოსახელეს და გვარის გამგრძელებელს ზრდის.

2019 წლის 7 მაისს მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ვაჟი შეეძინა. ვაჟს მშობლებმა, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიქაელი დაარქვეს. ლევან ჯიბღაშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, ის დაქორწინებასაც გეგმავდა და რამდენიმე წლის წინ დაინიშნა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად მისი და ბათუმელი გოგონას ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობა დაინგრა. მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას ახალი რჩეული, ახლა უკვე მისი ცოლი სალი წარუდგინა.

ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2020
ლევან ჯიბღაშვილი ცოლს დაშორდა? – ფოტოები

სალი მისი პირველი სიყვარულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის. მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა და მისმა მეუღლემ სალი სულხანიშვილმა რესტორან „გუჯარში“ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიას წინ უძღოდა წყვილის ახალდაბადებული ვაჟის მიქაელის ნათლობა.

ყველა ახალი ამბავი
0