Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლევან ჯიბღაშვილი ცოლს დაშორდა? – ფოტოები

© photo: Levan Jibgashvili / FBლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ წყვილს ვაჟი გასული წლის მაისში შეეძინა. ახალშობილს მიქაელი დაარქვეს. საზოგადოებისთვის ვაჟის ფოტო ჯერ არ უჩვენებიათ.

ინტერნეტ-გამოცემა droni.ge-ს ინფორმაციით, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი და მისი მეუღლე, ცნობილი ბიზნესმენის ფეფე სულხანიშვილის შვილი სალომე სულხანიშვილი ერთად აღარ ცხოვრობენ. წყვილი ისედაც ერიდებოდა სოციალურ ქსელში გამოჩენას, ბავშვიც კი არ უჩვენებიათ საზოგადოებისთვის, ამიტომაც ძნელი გასარკვევია მართლა დაშორდა თუ არა წყვილი. ერთი კი არის, რომ სულხანიშვილს ჯიბღაშვილის არც ერთი ფოტო აღარ უდევს და არც არსად შეინიშნება მსახიობის კომენტარები.

2019 წლის 7 მაისს მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ვაჟი შეეძინა. ვაჟს მშობლებმა, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიქაელი დაარქვეს. ლევან ჯიბღაშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, ის დაქორწინებასაც გეგმავდა და რამდენიმე წლის წინ დაინიშნა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად მისი და ბათუმელი გოგონას ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობა დაინგრა. მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას ახალი რჩეული, ახლა უკვე მისი ცოლი სალი წარუდგინა.

 

სალი მისი პირველი სიყვარულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის. მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა და მისმა მეუღლემ სალი სულხანიშვილმა რესტორან „გუჯარში“ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიას წინ უძღოდა წყვილის ახალდაბადებული ვაჟის მიქაელის ნათლობა.

ყველა ახალი ამბავი
0