ტიკარაძე: პროცესი დავაჩქარეთ, ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა ჩაერთონ

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ჯგუფების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში აცრის მსურველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს>>

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების „ასტრაზენეკას“ 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება.

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 75 და 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ჯგუფების მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და სრულიად უფასოა.

ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებმა და სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად სერიოზული შემთხვევისა, რომელიც ახალციხეში დაფიქსირდა და ლეტალური შედეგით დასრულდა. 27 წლის ექთანი ახალციხიდან AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად 19 მარტს გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. თუმცა, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია გაგრძელდება, მაგრამ, უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება – სადაც არსებობს რეანიმაციული განყოფილებები.

ყველა ახალი ამბავი
0