ტიკარაძე: მოქალაქეები AstraZeneca-ს და Pfizer-ს შორის არჩევანს შეძლებენ

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
საქართველოში იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. უახლოეს მომავალში ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ტიკარაძე: პროცესი დავაჩქარეთ, ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები  უნდა ჩაერთონ>>

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან.

„თანაბრობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ჯანდაცვის სფეროს აქვს. ყველა ვაქცინა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ამოირჩიონ ვაქცინა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება.

 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან.

პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით 2000 ადამიანი. ასევე 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, შემდეგ – 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და სრულიად უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0