ლაფანყურთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უსაფუძვლოა - კომპანიის დირექტორი

© Sputnik / STRINGER პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
რამდენიმე ადამიანმა მდინარე ლოპოტას ნაპირზე კარავი დადგა, რათა „ლოპოტა-1“ ჰესის მშენებლობას შეუშალოს ხელი

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. მდინარე ლოპოტას ნაპირზე ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი თელავის მუნიციპალიტეტის ლაფანყურის ხეობის მოსახლეობის მცირე ნაწილის მხრიდან უსაფუძვლო და აბსოლუტურად გაუგებარია, განაცხადა ჰიდროსადგურის მშენებელი კომპანიის „ართანა ლოპოტას“ დირექტორმა ბიძინა იმნაძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

რამდენიმე ადამიანმა მდინარე ლოპოტას სანაპიროზე კარავი დადგა და უკვე მეორე დღეა მორიგეობს, რათა არ დაუშვას „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობა. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც შემთხვევით გაიგეს, რომ კომპანია „ართანა ლოპოტა“, რომელიც ჰესს აშენებს, გეგმავს ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას სამუშაოების შესასრულებლად. ლაფანყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში დაგეგმილი მშენებლობა გარემოზე უარყოფითად აისახება და სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება.

„სამწუხაროა, რომ აქციები ტარდება არაარგუმენტირებული მიზეზებით. ჯერ კიდევ 2019 წელს ჩვენ ვთქვით და ავუხსენით მოსახლეობას, რომ პროექტი არანაირად არ იმოქმედებს სოფლის წყალმომარაგებაზე. ჰესის დაგეგმარება ისე შეირჩა, რომ მას წყალმომარაგებაზე გავლენა არ მოეხდინა. ნებართვების გაცემის ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდი ადგილზე იმყოფებოდა, ჩატარდა დეტალური კვლევა და უკვე უწყების განკარგულებაში მკაფიოდ დაიწერა, რომ ჰესის მშენებლობა გავლენას არ იქონიებს როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებაზე“, - აღნიშნა იმნაძემ.

„ლოპოტა-1“ ჰესის დადგმული სიმძლავრე 5,9 მეგავატია, ყოველწლიურად უნდა გამოიმუშაოს 33,4 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია.

პროექტის მიხედვით, „ლოპოტა 1“ ჰესის სათავე ნაგებობა შედგება ორი წყალმიმღებისგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს მდინარე ლოპოტაზე, ხოლო მეორე – მის შენაკადზე.

„პროექტი დიდი არ არის, 6 მეგავატია. მას რეზერვუარი არ აქვს. 4,5 კილომეტრის სიგრძის მილსადენი გაივლის არსებულ გზაზე და არაფრის გაჭრა ან გათხრა არ იქნება საჭირო. მილსადენის მეორე ნაწილი გადის მდინარის კალაპოტის ქვეშ. ჰიდროლოგიური გათვლები ჰესის მუშაობის ქვაკუთხედია. თუ კომპანია ისეთი სიმძლავრის ჰესს ააშენებს, რომლისთვისაც მდინარის წყალი არ იქნება საკმარისი, ამით თავად სერიოზულად იზარალებს. ამიტომ ყველა პრეტენზია კომპანიის მისამართით ალოგიკური და უსაფუძვლოა“, - აღნიშნა იმნაძემ.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს

იმნაძის თქმით, ლაფანყურის მოსახლეობის მცირე ნაწილის რეაქცია გაუგებარია, რადგან კომპანიას არ შეუწყვეტია მათთან კონტაქტი და მათი უმრავლესობა პროექტის უმცირეს დეტალებსაც კი იცნობს.

2019 წლის სექტემბერში კომპანიამ დაიწყო ტერიტორიაზე ტყის ნაწილობრივ გაჩეხვა, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. მაშინ ამან მოსახლეობის ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. შედეგად მუშაობა შეჩერდა და დაიწყო მოსახლეობის ხელახალი საინფორმაციო კამპანია. ადგილობრივებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა მოკლე ანიმაციური ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

როგორც პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მაშინ შეთანხმდნენ, რომ ექსპერტები კიდევ ერთხელ შეაფასებდნენ პროექტს და გააცნობდნენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც მათ კითხვებს პასუხს გასცემდა, მაგრამ, ადგილობრივების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მას შემდეგ არ გამოჩენილან.

„თუ აქ უწყლოდ დავრჩებით, ნიშნავს, რომ უნდა ავიყაროთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეთ. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც მდინარეზე წყლის ამზომველები დააყენეს. ჩვენ ვიცით, რომ სამი წელი მაინც უნდა გავიდეს, რეალური ინფორმაცია რომ მიიღონ. გარდა ამისა, ყველა ის შეკითხვა, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს დავუსვით, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. კარგად გვესმის, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენს ხეობაში, რომელიც მცოცავი ქანებით გამოირჩევა და არც წყალუხვია, ჰესის აშენების უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქეთევან ხორნაულმა პირველი არხის ეთერში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
„სასაუბრო არაფერია“ : ნათია თურნავამ ჰესების მოწინააღმდეგეებს უპასუხა

იმნაძის თქმით კი, ყველა ნებართვა მიღებულია კანონით და ინფორმაცია წყლის ამზომველებიდან ერთი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სამი წლის განმავლობაში მისი შემოწმების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არსად არაა გაწერილი.

როგორც ის ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს საფრთხე ემუქრება კულტურულ ძეგლებს. მისი სიტყვებით, პროექტის მომზადებამდე ეს საკითხიც გაითვალისწინეს.

„ართანა ლოპოტა“ - ერთობლივი ქართულ-იტალიური კომპანიაა. იტალიელ ინვესტორს ენერგეტიკის სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მათ აგებული აქვთ 45-მდე ჰესი იტალიაში, ალბანეთსა და ჩილეში. ყველა სადგური შეუფერხებლად მუშაობს, დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„ლოპოტა-1“-ის მშენებლობა საქართველოში ამ კომპანიის პირველი გამოცდილებაა. საქართველოს დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ის ქვეყანაში სხვა მსგავს პროექტებზე მუშაობასაც გეგმავს.

ინვესტიცია პროექტში 10 მილიონი დოლარია. 4,5 მილიონი მოხმარდება საზღვარგარეთ აღჭურვილობის შეძენას, დანარჩენი უშუალოდ ქვეყანაში დაიხარჯება. ჰესის მშენებლობაში სამი ქართული სამშენებლო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კომპანია აპირებს 60-მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას. უკვე მშენებლობის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი პერსონალი საჭირო არ იქნება, პრიორიტეტი კვლავ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება, რომელთაც სურვილის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად გადაამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0