ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ექიმის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია პანდემიაზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს არსებით გავლენას, რადგან მნიშვნელოვანი ეფექტის მოსახდენად „დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი“.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კორონავირუსის ახალი ტალღა იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებრი, როგორიც უკვე გადაიტანა ქვეყანამ, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ტიკარაძე: პროცესი დავაჩქარეთ, ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა ჩაერთონ

„ერთადერთი დამაიმედებელი ის არის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და, შესაბამისად, მესამე ტალღა ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს სამი ფაქტორი: მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია.

„მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ დაგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი. ანუ ჩვენ რეალურად ვრჩებით რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
​კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინას გაიკეთებს ჯანდაცვის მინისტრი

მისი თქმით, თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება და შეასრულოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული ყველა რეგულაცია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ცრიან სამედიცინო პერსონალს. ქვეყანაში ჯერჯეობით შემოტანილია AstraZeneca-ს ვაქცინის 43 ათასი დოზა. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა.

ასევე გახდა ცნობილი, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან.

ეპიდემიოლოგები მედიცინის მუშაკებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 170-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 277.650-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0