თბილისის ცენტრალური რაიონების მცხოვრებლები 26 საათით უწყლოდ დარჩებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ტექნიკური სამუშაოების დროს აუცილებელი იქნება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის გადაკეტვა, რის გამოც წყლის მიწოდება შეწყდება.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 25 მარტს მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია კომპანია „ბლექ სი გრუპი“ (Black Sea Group) წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).

მუხრან მაჭავარიანის ქუჩის და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშორებელი გზის მშენებლობა  - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გარემოს ეროვნული სააგენტო: ვაშლიჯვრის მიმდებარედ ნაპრალები ათეული წლები არსებობს

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის რაიონების ქუჩებს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.

მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა ბოლო დროს თბილისში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი გეოინჟინრები, რომლებიც ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს შეისწავლიან. გერმანელი ექსპერტები პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

ყველა ახალი ამბავი
0