გარემოს ეროვნული სააგენტო: ვაშლიჯვრის მიმდებარედ ნაპრალები ათეული წლები არსებობს

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმუხრან მაჭავარიანის ქუჩის და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშორებელი გზის მშენებლობა
მუხრან მაჭავარიანის ქუჩის და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშორებელი გზის მშენებლობა  - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
თბილისის მერიაში და გარემოს ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე ახალი ნაპრალები გაჩნდა

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თბილისში, ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის არავითარი საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

გაფრინდაშვილის თქმით, ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზისიდან გამომდინარე. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ნაპრალები ათეული წლებია არსებობს.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არ არის ახალი, ათეული წელია არსებობს და ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არავითარი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
თბილისს მეწყერი ემუქრება: ანა დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

მისი თქმით, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მოხდა.

„სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება. ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით, დაიწყება მონიტორინგი და ყოველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, თუ რაიმე სახის ახალი დეფორმაციები გაჩნდება, მიღებული იქნება შესაბამისი და დროული გადაწყვეტილებები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად”, – განაცხადა გეოლოგმა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, დაძრულია დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასა. დღეს მან განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. ის ამტკიცებს, რომ მეწყრული პროცესი გააქტიურებულია და უწყვეტად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ის აცხადებდა, რომ დღეს მას ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

თბილისს სახიფათო მეწყერი ემუქრება: მიწის მასებმა შესაძლოა ტრასა გაანადგუროს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
თბილისს სახიფათო მეწყერი ემუქრება: მიწის მასებმა შესაძლოა გზა გაანადგუროს – ვიდეო

ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმაც უარყო ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა და ამას არასწორი ინფორმაცია უწოდა, რომელიც მოსახლეობაში პანიკის დათესვას ემსახურება.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლევა-პროექტირება და მაღალი რანგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე „გარე პირების“ დაშვება მათივე უსაფრთხოების მიზნით არ ხდება.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მომავალი კვირიდან პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმება.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0