თრომბოზის რისკი აცრილებში: AstraZeneca კომისიის დასკვნას ავრცელებს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიAstraZeneca-ს ლოგოტიპი
AstraZeneca-ს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
მანამდე AstraZeneсa-ს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჯანმომაც, რომელმაც ასევე ვერ გამოავლინა კავშირი ვაქცინასა და თრომბოზებს შორის და პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. დამოუკიდებელმა კომისიამ ვერ გამოავლინა თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით COVID-19-ზე აცრილებს შორის, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა კომპანიის საიტზე.

 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს

მიღებული მონაცემების თანახმად, პაციენტები კარგად ეგუებიან პრეპარატს. უსაფრთხოებისა და მონაცემების მონიტორინგის დამოუკიდებელმა საბჭომ (DSMB) ვაქცინების უსაფრთხოებაში პრობლემები ვერ გამოავლინა.

„DSMB-მ თრომბული გვერდითი ეფექტებისა და თავის ტვინის ვენოზური სინუსების სპეციალური შემოწმება ჩაატარა დამოუკიდებელი ნევროლოგის მეშვეობით. DSMB-მ ვერ აღმოაჩინა თრომბოზისა და გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი 21.583 აცრილს შორის“, — ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, 19 მარტს AstraZeneсa-ს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც, რომელმაც ასევე ვერ გამოავლინა კავშირი ვაქცინასა და თრომბოზებს შორის. ამასთან, ჯანმოში განაცხადეს, რომ პრეპარატის სარგებელი პოტენციურ რისკებს ბევრად ჭარბობს და AstraZeneсa-ს ვაქცინით აცრების რეკომენდაცია გასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0