რამდენი მედიკოსი აიცრა AstraZeneka-ს პრეპარატით საქართველიში: ბოლო ინფორმაცია

© AP Photo / Bob Edme AstraZeneca-ს ვაქცინა
 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ეპიოდემიოლოგები მედმუშაკებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneka-ს პრეპარატით სულ 3.818 მედმუშაკი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.

შესაბამისად, ბოლო 24 საათში საქართველოში 144 მედმუშაკი აიცრა.

საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემის სპეციალურ ვებ-პორტალზე ვაქცინაციაზე ამ დროისათვის 5.246 მედმუშაკი არის დარეგისტრირებული.

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სამედიცინო ცენტრებში პროცესი შეჩერებულია, რადგან მიმართვიანობა არ არის.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამყრელიძე: COVID-19-მა დღეს კუდი ისევ მოიქნია

ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად დაფიქსირდა სერიოზული გართულება, რომელიც ლეტალურად დასრულდა. 27 წლის ექთანი 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებმა და სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ვაქცინაცია 42 დაწესებულებაში გაგრძელდება. ეს არის მრავალპროფილური კლინიკები, სადაც რეანიმაციული განყოფილება არსებობს. მედიკოსებს ამ დაწესებულებებში რეგისტრაციის გავლა ხელახლა მოუწევთ.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ცრიან სამედიცინო პერსონალს. საქართველოში ვაქცინაცია ჯერჯერობით მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ტარდება. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა.

ეპიოდემიოლოგები მედმუშაკებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0