გამყრელიძე: COVID-19-მა დღეს კუდი ისევ მოიქნია

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადებითობის მაჩვენებელი ისევ 2%-ის ზემოთ ავიდა, მაშინ როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ის 2%-ის ქვემოთ იყო.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

  • საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 11.923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6.328, PCR ტესტით - 5.595.  ამ ფონზე ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21 მარტისათვის არის 2,2%, ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,63%.

გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში  დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლები სტაბილურია, თუმცა, მარტის განმავლობაში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღარ იკლებს და დღეს, ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ეს მაჩვენებელი 2%-ს ზემოთ ავიდა.

„კორონავირუსმა დღეს კუდი ისევ მოიქნია და გვაქვს 2,2%. ეს და კიდევ სხვა არაპირდაპირი ინდიკატორები მიუთითებს, რომ ყურადღება მოდუნდა. სამწუხაროდ ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, არადა ყოველდღიურად გვაქვს 200, 300, 400 შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ასევე ეწყობა დიდი შეკრებები, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების ძალიან დიდი რისკია.

„ეს გასაგებია, რადგან შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას და უმორჩილესად ვთხოვ, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში დავიცვათ ყველა რეკომენდაცია - პირბადე, დისტანია, არა დიდი შეკრებები, ხელების ხშირი დამუშავება და ახლა უკვე ვაქცინაციაზე უარის ართქმა და ვაქცინირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ საქართველოში მარტსა და აპრილში ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად არ მოიმატებს და მსგავსი მასშტაბის ეპიდსიტუაცია გვექნება, დიდი ალბათობით მესამე ტალღა არ იქნება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების  საერთო რაოდენობამ 277 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შეამსუბუქა. თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0