თბილისი, 21 მარტი - Sputnik. აშშ-ის 47 წლის მოქალაქემ შონ ლანონმა, რომელსაც ერთი ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად, 16 მკვლელობა აღიარა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ ტელეარხ KRQE-ზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, ლანონს ბრალად ედებოდა ნიუ-ჯერსის შტატში იმ ადამიანის ცემით სიკვდილამდე მიყვანა, რომლის ავტომობილის მართვისას ის მისურის შტატში, ქალაქ სენტ-ლუისში მარტში დააკავეს.
გარდა ამისა, ლანონი ეჭვმიტანილია ოთხი ადამიანის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ალბუკერკეს საერთაშორისო აეროპორტის (ნიუ-მექსიკოს შტატი) ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომობილში აღმოაჩინეს. ამასთან, ერთ-ერთი მსხვერპლი ბრალდებულის ყოფილი ცოლია.
ბრალდებულმა აღიარა არა მხოლოდ აღნიშნული ხუთი დანაშაული, არამედ ნიუ-მექსიკოს შტატში კიდევ 11 ადამიანის მკვლელობა, რომლებიც ნარკომოვაჭრეებად დაახასიათა.
მამაკაცს ბრალი ჯერ ნიუ-ჯერსის შტატში ერთი ადამიანის მკვლელობაში აქვს წარდგენილი, პოლიცია ლანონის განცხადებებს სწავლობს.