ლუიზიანაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

© AP Photo / Ron Jenkinsამერიკის პოლიცია
ამერიკის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
თავდამსხმელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მაღაზიაში მოკლა, შემდეგ გარეთ გასვლის შემდეგ მას უცნობმა პირებმა ესროლეს

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ლუიზიანას შტატში (აშშ) სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა იარაღის მაღაზიასთან მომხდარი სროლის შედეგად, ამის შესახებ განცხადება ჯეფერსონის ოლქის შერიფმა პერიშ ჯოზეფ ლოპინტომ გააკეთა.

თვითმფრინავის ფრთა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
აშშ-ში თვითმფრინავის ნაწილები საცხოვრებელ უბანში ჩამოცვივდა - ვიდეო

Facebook-ში გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციამ ღამით 02:50 საათზე მომხდარი სროლის შესახებ შეიტყო. ადგილზე პოლიციას დახვდა სამი გარდაცვლილი ადამიანი, ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შერიფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ორი ადამიანი იარაღის მაღაზიაში მოკლა, შემდეგ ის გავიდა გარეთ და მას სხვა პირებმა ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0