შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2020 წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევებში სუიციდი უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ ჩადენილი, ყველაზე უმცროსი 11 წლის იყო

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში თვითმკვლელობის 380 შემთხვევა და თვითმკვლელობის მცდელობის 552 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ნათესავები ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
ქმარი, დედამთილი და საკრებულოს დეპუტატი – ვინ უბიძგა ქალს სუიციდისკენ

ყველა დაფიქსირებული შემთხვევიდან თვითმკვლელობა ჩაიდინა 71-მა ქალმა და 309 მამაკაცმა. ყველაზე უმცროსი იყო 11 წლის, ყველაზე უფროსი - 90-ის.

რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობებს, 321 მცდელობა მამაკაცებმა ჩაიდინეს, 231 - ქალებმა.

თვითმკვლელობების და მისი მცდელობების უმეტესობა ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ. ამ ჩამონათვალში არიან ასევე ირანის, ერაყის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთის, ლიბანის და უზბეკეთის მოქალაქეები.

ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. 2020 წელს სუიციდის 380 შემთხვევიდან თბილისში 110 შემთხვევა მოხდა. რაც შეეხება მცდელობებს, დედაქალაქში 148 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.

სიტუაცია რეგიონებში ასე გამოიყურება:

რეგიონი თვითმკვლელობები თვითმკვლელობების მცდელობები
სამეგრელო-ზემო სვანეთი 50 112
აჭარა 40  86
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 54 80
კახეთი 28 39
ქვემო ქართლი 31 36
შიდა ქართლი 26 33
გურია 21 9
მცხეთა-მთიანეთი 19 2
სამცხე-ჯავახეთი 6 11

 

ყველა ახალი ამბავი
0