ქმარი, დედამთილი და საკრებულოს დეპუტატი – ვინ უბიძგა ქალს სუიციდისკენ

© photo: Sputnik / Nika Latariaოჯახური ძალადობის მსხვერპლის ნათესავები ზუგდიდში
ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ნათესავები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შამგონელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც 28 დეკემბერს მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შამგონის მკვიდრის ბაკურ სორდიას სასამართლო პროცესი იმართება, რომელსაც ბრალად მეუღლეზე ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.

განსასჯელის მეუღლე, 35 წლის ეკა მიქავა 28 დეკემბერს შამგონაში, მეზობლის – ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

ამ დროისათვის სასამართლოს წინ დაღუპულის მშობლები და ნათესავები არიან შეკრებილი. ისინი მომხდარში გარდაცვლილის მეუღლეს ბაკურ სორდიას და მასთან ერთად დედამთილს და მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ხუბუას ადანაშაულებენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს ოჯახურ ძალადობაში 4,6 ათასი ადამიანი დაადანაშაულეს

„ხუბუამ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ იცოდა და რეაგირება არ მოახდინა. მისმა ქმარმა ჩემი შვილი ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და დეპუტატ ზაზა ხუბუას დახმარებით ბოსელში ჩამოკიდა, ვითომ თავი ჩამოიხრჩო“, – უთხრა გარდაცვლილის დედამ ირმა ბერიშვილმა სააგენტოს კორესპონდენტს.

ბაკურ სორდიას სასამართლო ამ წუთებში იწყება. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 111–151 მუხლის პირველი ნაწილის და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ბაკურ სორდია პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახური ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 4,6 ათას ადამიანს დაეკისრა, მათი უმეტესობა დაკავებულია. ასევე გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათასზე მეტ ფაქტზე. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით პოლიციამ 10,3 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა. 

 

ნიკა ლატარია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0