ყოფილმა კონსულმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

© photo: Sputnik / Vladimit Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსულოს შენობის ჩხრეკა არ ჩატარებულა ადექვატურ პირობებში და შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაირღვა

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა და მის სასარგებლოდ საქართველოს 2000 ევროს გადახდა დააკისრა, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.

თორთლაძე თავისი საჩივრით 2005-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების უკანონოდ აღიარებას მოითხოვდა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2020
ციხის ბუნტის ჩახშობა საქართველოში: სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის დარღვევა აღიარა

საქმის მასალებით, 2005 წელს დააპატიმრეს კოტ-დივუარის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც დაკითხვისას მომჩივანი (კოტ-დივუარის იმჟამინდელი საპატიო კონსული საქართველოში) დაასახელა, როგორც ნარკორეალიზატორი, და დაადასტურა, რომ იმავე დღეს საკონსულოს შენობაში თორთლაძისგან შეიძინა თორმეტ-ნახევარი აბი „სუბუტექსი“.

ამის შემდეგ პოლიციამ საკონსულოში ჩაატარა ჩხრეკა. ოქმის თანახმად, თორთლაძის სეიფიდან და მაგიდიდან ამოღებულ იქნა 227 აბი „სუბუტექსი“, შვიდი ამპულა „მორფინის ჰიდროქლორიდი“ და იარაღის რამდენიმე ვაზნა. იმავე დღეს პოლიციამ გაჩხრიკა მისი მანქანა და ბინა. შედეგად, ბინიდან ამოიღეს იარაღი და რამდენიმე ვაზნა. მომჩივანი იმავე დღეს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2019
ვაზაგაშვილების ოჯახს კომპენსაციას სახელმწიფო 18 იანვრამდე გადაუხდის

2006 წელს თორთლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2007 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა 17 წლამდე შეამცირა.

ევროპული სასამართლოს თანახმად, ეროვნული სასამართლოს მიერ საგულდაგულოდ არ შეფასებულა გადაუდებელ შემთხვევებში  ჩხრეკის აუცილებლობის საკითხი. სასამართლომ ასევე არ შეისწავლა, იყო თუ არა ეს ზომა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და პროპორციული, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვდა ამგვარ შეფასებას. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსულო შენობის ამგვარი ჩხრეკა არ განხორციელებულა შესაბამისი და საკმარისი დაცვის უზრუნველყოფის პირობებში. შედეგად, დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი.

ყველა ახალი ამბავი
0