მდინარაძე: „ქართული ოცნება“ ახალ დღის წესრიგზე გადადის

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია შევიდეს პარლამენტში და იმ საკითხების გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც მოლაპარაკებებზე ახმოვანებდა.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს მუშაობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, და არა გამოგონილი პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

საინფორმაციო მიტინგი 2021 წლის 20 მარტს - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია და რეგიონებში გასვლები დააანონსა

საქართველო უკვე ოთხი თვე პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. მისი გადაჭრა სცადა კრისტიან დანიელსონმა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, მაგრამ, მისი ძალისხმევის მიუხედავად, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ვფიქრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ. ეს არის პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენითი გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები... იცით მიმდინარე გამოწვევა ამ მიმართულებით და აქაც ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პარტია ამ საკითხებზე კონცენტრირებას გეგმავს.

„ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილ და ხელოვნური კრიზისის პირობებში“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას შეუძლია შევიდეს პარლამენტში და იმ საკითხების გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც მოლაპარაკებებზე ახმოვანებდა.

საპროტესტო აქციის მონაწილე „გირჩის“ დროშით - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
პარტია „გირჩი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს იწყებს

„ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკების მაგიდასთან, არის დღის წესრიგში და ნებისმიერ მათგანზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, შემოსვლა პარლამენტში და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ახლა ჩამოვთვალე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია კი პარლამენტში შესვლას არ აპირებს, არამედ 15 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის მომზადებას გეგმავს. მანამდე კი ის შეხვედრებს რეგიონებში გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0