20 მარტი: გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღეღამტოლობა – წელიწადის უმნიშვნელოვანესი დღე

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
მიჩნეულია, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს გაზაფხული საბოლოოდ იკრებს ძალას. ამ დღეს დღე და ღამე ხანგრძლივობით ერთმანეთს უტოლდება. ბუნიობის დღეს სხვაგვარად დღეღამტოლობა ეწოდება.

გაზაფხულის ბუნიობა, ჩვეულებრივ, 20 მარტს უწევს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. გრეგორიანული კალენდრით რეკორდულად ადრე მარტის ბუნიობა 1696 წელს დადგა – 19 მარტს, ყველაზე გვიან – 1903 წლის 21 მარტს, ხოლო 21–ე საუკუნეში – 2007 წელს

მეცნიერების თვალსაზრისით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს მზე კვეთს ეკვატორს და სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადადის. დღე თანდათანობით დაიწყებს მომატებას, ხოლო ღამე უფრო ხანმოკლე გახდება, რაც ასტრონომიული გაზაფხულის დასაწყისად მიიჩნევა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა

ბევრი ხალხი მიიჩნევდა, რომ ბუნიობის დღეს მაგიური ძალა აქვს – ეს არის დღე, როდესაც სინათლე ამარცხებს სიბნელეს და დედამიწაზე სითბო მოაქვს.

ბევრ ქვეყანაში ამ დღეს ახალი წლის დადგომას ზეიმობენ.

ეს დღე ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა მარტის თვეში. ესაა ძალზე პოზიტიური დრო. ჰაერი გაჟღენთილია სიყვარული, იმედითა და სიკეთით.

20 მარტს იღვიძებს არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანური ძალებიც. ბუნიობა ძალის აკუმულირებას ახდენს, ზამთრის გაზაფხულთან შეჯახების დროს ბევრი გრძნობს ძალების მოზღვავებას. მძაფრდება ინტუიცია, რომელიც ადამიანებს სამყაროსგან მაქსიმალურის მიღებისკენ უბიძგებს. მოზღვავებული ძალები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კეთილი საქმეებისკენ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

ამ დღეს მზარდი მთვარე საკმაოდ დადებით მდგომარეობაში – ტყუპის ნიშანშია.

  • დედამიწა მზის გარშემო ზამთრის მზებუდობის შემდეგ გზის ზუსტად მეოთხედს თბილისის დროით დაახლოებით 13 საათზე გაივლის, ანუ ამ დროს დაიწყება ოფიციალურად ასტრონომიული გაზაფხული, ახალი ასტრონომიული წელიწადი. ასევე მზე თანდათანობით გადავა ვერძის ნიშანში.

ასტროლოგების რჩევები

20 მარტს დღე და ღამე აბსოლუტურად თანატოლი იქნება. სწორედ ამის გამო მიიჩნევა, რომ დღეღამტოლობისას მსოფლიოში და ადამიანების სულში ჰარმონია სუფევს. ადამიანები მშვიდდებიან. საჭიროა, რომ ავივსოთ სიყვარულით, დავივიწყოთ უსიამოვნებები და გავწმინდოთ აურა ყველაფერი ნეგატიურისგან.

ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2019
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები

ამ დღეს შეიძლება და აუცილებელიცაა სახლის დალაგება, დასუფთავება. კარგი იქნება ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრა.

ეს ის დღეა, როცა თითოეულმა უნდა სცადოს, რომ რაღაც მაინც შეცვალოს საკუთარ ცხოვრებაში, ცოტაოდენ მაინც „გარდაიქმნას“ უკეთესობისკენ და შეცვალოს ირგვლივ არსებული სივრცე.

ძალზე ხელსაყრელი დროა რომანტიკისთვის.

რისი გაკეთება შეიძლება 20 მარტს

  • იღბლის მოზიდვა – საჭიროა ახალი გამარჯვებებისა და მიღწევებისთვის განწყობის შექმნა.
  • მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.
  • სიყვარულის მოზიდვა – შესაძლებელია საყვარელი ადამიანის პოვნა, ოჯახური ურთიერთობების მოგვარება.
  • სურვილის ჩაფიქრება – ამ დღის ენერგეტიკა სანუკვარი ოცნების ახდენას უწყობს ხელს.

რისი გაკეთება არ შეიძლება 20 მარტს

  • ცუდ ემოციებზე აყოლა – როგორც ახალი წლის ღამეს ვამბობთ, როგორც შეხვდები, ისე დაგებედება – ასევეა ამ დღესაც – ასტროლოგები გვირჩევენ, დღე რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციებით გავატაროთ.
  • კონფლიქტების პროვოცირება – ამ დღეს აგრესია პრობლემებს შექმნის და თანაც – დიდი ხნით, ამიტომ საჭიროა აგრესიული ადამიანებისგან შორს ყოფნა.
  • ვინმესთვის ბოროტების სურვილი –ისევე, როგორც საერთოდ და ამ დღეს განსაკუთრებით, ნებისმიერი ცუდი განზრახვა უკან გვიბრუნდება. როგორც ფიქრით, ისე საქმით. მოქმედებს ე.წ. ბუმერანგის პრინციპი.
ყველა ახალი ამბავი
0