„ეს იყო ალერგიული რეაქცია“: რა სიმპტომები გამოუვლინდა აცრის შემდეგ მეორე მედიკოსს

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, პირველ ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა კიწმარიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შემდეგ კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების დროს მედპერსონალის კიდევ ერთ წარმომადგენელს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი გართულება, თუმცა ის მდგომარეობიდან მალევე გამოიყვანეს.

როგორც შორენა კიწმარიშვილმა განაცხადა, ახალგაზრდა ქალმა ვაქცინა 17 მარტს ჩაიტარა, მას აცრიდან დაახლოებით  15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია, მაგრამ მდგომარეობა ანაფილაქსიურ შოკამდე არ მისულა. 

„ვაქცინაციიდან დაახლოებით 15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ჰქონდა უსიამოვნო შეგრძნებები, მოუსვენრობა და შფოთვა. პირველი პროტოკოლის შესაბამისად, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და მდგომარეობა გაუმჯობესდა. პაციენტი ამ დროისთვის ბინაზეა გაწერილი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

როგორც დღეს თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაცია გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 19 მარტს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შედეგად 27 წლის მედდა გარდაიცვალა.

გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0