კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

© Sputnik / STRINGERთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტშიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და კულტურის კომიტეტი შეიქმნა.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მოაწერა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო>>

საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) გაყოფის გადაწყვეტილებას მხარი 16 მარტს დაუჭირა.

ელისო ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, რომელიც აქამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

წულუკიანი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა. თანამდებობას ყველა მინისტრზე მეტხანს იკავებდა და იმუშავა ხუთ პრემიერთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0