კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას თეა წულუკიანი დაიკავებს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დარჩება.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, იუწყება „პირველი არხი“.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2020
გადაწყვეტილია: განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის მიმართულება გამოეყოფა

მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. პარლამენტმა 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.

კანონის საბოლოოდ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 10 დღის ვადაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსი და ბიუჯეტი ორ უწყებას შორის უნდა გადაანაწილოს.

კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა იზრდება

არსებული ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას თეა წულუკიანი დაიკავებს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი შეინარჩუნებს.

საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომლის შედეგადაც საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და კულტურის კომიტეტი შეიქმნა.

ორი სამინისტრო 2018 წელს, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს გაერთიანდა სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, რომლის შემდეგ 14-დან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0