ტიკარაძე: საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია – ის არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, ამიტომ მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში არ უნდა გახდეს შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა, სადაც ვაქცინაციის საკითხი განიხილეს.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
საპატრიარქო: ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს

მანამდე საქართველოს საპატრიარქომ ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდა სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

ტიკარაძის განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება – როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია და რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას მოქალაქეებისთვის.

მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში არ ჩაერთვება.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ნიღბის ტარების პროცესზე და მისი გამოყენებით მიღებულ დადებით შედეგებზე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოს პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

„ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიომ, მათ შორის საქართველომ, დაძლიოს არსებული გამოწვევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს>>

ვაქცინაციის პირველივე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ეთერში აიცრა. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და მედიცინის სფეროს სხვა ცნობილმა პირებმა.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„ექიმებს ვუთმობთ“ – რატომ არ გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა

თავდაპირველად საქართველოში ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყო. 17 მარტიდან დამატებით ვაქცინაციის 35 პუნქტი გაიხსნა, 19 მარტიდან კი კიდევ 23 პუნქტი ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჯამში ვაქცინაციის პროცესში 80-ზე მეტი დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 2 719 ადამიანი აიცრა. 

ყველა ახალი ამბავი
0