საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

© photo: Sputnik / Stringerრაგბის ბურთი
რაგბის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ახლად არჩეულ პრეზიდენტს მთელი რიგი პრობლემები დახვდება. ეს არის ფინანსური საკითხი, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, ბავშვთა რაგბის განვითარება.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საჯარო რეესტრმა იოსებ (სოსო) ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა, ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
ბასილაშვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაგბის კავშირში კი არეულობა გრძელდება

„რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია“, - ნათქვამია ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც კავშირმა გაასაჯაროვა.

როგორც გამგეობის წევრები აღნიშნავენ, ახალ პრეზიდენტს მთელი რიგი პრობლემები დახვდება. ეს არის ფინანსური საკითხი, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, ბავშვთა რაგბის განვითარება.

„დიდი ხანია რაც რაგბის კავშირში ვმუშაობ და ასეთი რთული მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა – დაპირისპირება, ფინანსური პრობლემები. ახალ პრეზიდენტთან ერთად შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. მის მოსვლას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ“, -  აცხადებს ქალთა ნაკრების მენეჯერი, გამგეობის წევრი ია ხურცილავა.

„მთელი წელი ველოდებოდით საარჩევნო პროცესის დასრულებას. ამ პერიოდში ნელ-ნელა გროვდებოდა გადასაწყვეტი საკითხები ყველა სფეროში და იოსებ ტყემალაძეს გადასაწყვეტად დახვდება ამ საკითხების კორიანტელი“, - განაცხადა გამგეობის წევრმა ნატალია კურტანიძემ.

სოსო ტყემალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არც სოსო ტყემალაძე დაარეგისტრირა

საქართველოს რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე ერთ წელზე მეტი იყო დარჩენილი. ამ პერიოდის განმავლობაში კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი იყო.

წუხელ საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც სოსო ტყემალაძეს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. უარის მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 10 მარტს გამართული ყრილობის მსვლელობაში დაფიქსირდა. ტყემალაძეს ხარვეზების გამოსასწორებლად 30 დღე მიეცა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რეესტრი უარს აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტის რეგისტრაციაზე. პირველად 30 დეკემბერს აღნიშნულ პოსტზე რაგბის ვეტერანი ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, რომელიც რეესტრმა არჩევნების ვადებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო არ დაარეგისტრირა. ამიტომ 10 მარტს პრეზიდენტის არჩევნები ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

არ არის გამორიცხული, რომ რაგბის კავშირში არსებულმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს ეროვნული პირველობის ბოიკოტი იმ კლუბების მიერ, რომლებიც აბუსერიძეს უჭერენ მხარს.

 

ყველა ახალი ამბავი
0