თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
კერძოდ:
- ხვალიდან, 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.
- 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს.
ამას გარდა, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩი. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
ასევე თბილისში იმართება ძიუდოში გრანდ-სლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.
რაც შეეხება ღამით გადაადგილების შეზღუდვას, ამ ეტაპზე ის კვლავ ძალაში რჩება. ამასთან დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია – როგორ მოახერხებს გულშემატკივარი საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას, რომლის დასაწყისი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
საკოორდინაციო საბჭო დააკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.