საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

© Sputnik / Alexander Imedashviliგულშემატკივარი საფეხბურთო მატჩზე
გულშემატკივარი საფეხბურთო მატჩზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
უწყებათშორისმა საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. გულშემატკივარი დაესწრება ძიუდოში თბილისის გრანდ სლემსაც, რომელიც 26-28 მარტსაა დაგეგმილი.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას საქართველოსა და ესპანეთს შორის გულშემატკივარი დაესწრება.

დღეს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება გადაწყვიტა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაირკვა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა – სიაში რამდენიმე დებიუტანტია

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მაყურებელი „დინამო არენაზე“ მატჩს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით დაესწრება. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე ტრიბუნების 30% შეივსება.

მიუხედავად მოედანზე მაყურებლის დაშვებისა, ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

მაგრამ 28 მარტს საქართველოსა და ესპანეთს შორის შეხვედრა 20:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც „Sputnik-საქართველოს“ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, დამატებითი დეტალები დღის განმავლობაში გავრცელდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას Facebook-ის პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.

„28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!" – დაწერა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 25 მარტს შვედეთთან სტუმრად გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 31 მარტს კი საბერძნეთს ესტუმრება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებელი ძიუდოს გრანდ სლემზე დასწრებასაც შეძლებს, რომელიც თბილისში 26-28 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0