აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს

© photo: The First University Clinic / FBპირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
კომაში მყოფი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გრიპის საწინააღმდეგო აცრას სისტემატურად იკეთებდა და ალერგიული რეაქცია არასდროს ჰქონია.

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ექთანი, რომელსაც ახალციხის კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. იუწყება „პირველი არხი“.

დღეს კლინიკა „იმედში“ ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა და ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში გადაიყვანეს. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა ვაქცინაცია შეაჩეროს

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მომხდარზე განცხადება გააკეთა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, საქმე გვაქვს სავარაუდოდ ანაფილაქსიურ გამოვლინებასთან. კორონავირუსის ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები და ამ ტიპის გამოვლინებები დაახლოებით 10-50% შემთხვევაში ხდება. მაგრამ რაც შეეხება ანაფილაქსიურ გამოვლინებას, ეს შედარებით იშვიათია.

ანაფილაქსიური შოკი - დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციაა, ორგანიზმის მკვეთრად მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც ალერგენის განმეორებითი შეყვანის დროს ვითარდება. წამლებზე ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულებაა, რომელიც შემთხვევების 10-20%-ში ლეტალურად სრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0