UNICEF საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას გააძლიერებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიUNICEF
UNICEF - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ღასან ხალილის განცხადებით, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახურ და მზრუნველ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაეხმარებიან საქართველოს ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ და მზრუნველ ოჯახურ გარემოში, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი არ დადის სკოლაში

პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ სამი წლის მანძილზე განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 მლნ ევროა. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ღასან ხალილის განცხადებით, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახურ და მზრუნველ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

პროექტი მიმართულია სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით. იგი ასევე დაეხმარება მოქალაქეებს, პროფესიონალებს და მშობლებს ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებაში. პროექტი ასევე გულისხმობს ბავშვთა უფლებას, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან, სადაც ბავშვებმა იციან საკუთარი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობა.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს გაძლიერება, რათა განხორციელდეს დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი რეფერირების პროცედურები და ხარისხიანი პროგრამები რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის. 

UNICEF-ის კვლევის პრეზენტაცია  თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2020
UNICEF: საქართველოს მთავრობის დახმარება ხელს უწყობს ბავშვებში სიღარიბის დაძლევას

გაეროს ბავშვთა ფონდში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვები და ოჯახები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სამსახურის დაკარგვის საფრთხეები კიდევ უფრო ზრდის ოჯახების დაუცველობას და რისკს ბავშვებისთვის.

„ეს პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2005 წლიდან საქართველოს მთავრობა ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დონორების მხარდაჭერით ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას ახორციელებს.

რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში – 4,1 ათასიდან 77-მდე (2020 წლის მონაცემებით).

900-ზე მეტი ბავშვი რჩება არასახელმწიფო დაწესებულებებში.

ამასთან, ბავშვთა ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ორგანიზაციის კვლევების თანახმად, ქვეყანაში ბავშვების 69%-ის მიმართ დასჯის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0