ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება – ქართველმა სუმოისტმა ბალანსი გაათანაბრა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ლევან გორგაძემ მარტის ბაშოს მეოთხე დღეს 26 წლის იაპონელის დამარცხება შეძლო. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე ხვალ ოკინოუმი იქნება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ლევან გორგაძე დღეს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდა და მოწინააღმდეგე სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა ჯერ 26 წლის იაპონელის დოჰიოდან გადაყვანა სცადა, საბოლოოდ კი მოგვერდით დააგდო და გაიმარჯვა.

ტოჩინოშინმა მარტის ბაშო ორი მარცხით დაიწყო, რის შემდეგაც მდგომარეობა კოტონოვაგასთან გამარჯვებით გაიუმჯობესა. ქართველის მორიგი მეტოქე ხვალ დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ლევანს იაპონელ ოკინოუმისთან მინიმალური დადებით ბალანსი აქვს. ჩატარებული 17 შეხვედრიდან ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და რვა მარცხია.

ყველა ახალი ამბავი
0