თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს საგაზაფხულო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დოჰიოდან აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას - კოტონოვაკას განდევნა შეძლო.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა კაგაიაკი, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს - 5:1.
გაზაფხულის ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.