თბილისი, 17 მარტი – Sputnik. რუსეთის საელჩომ აშშ-ში ამერიკის დაზვერვის ბრალდებებს რუსეთის მისამართით ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის შესახებ „უსაფუძვლო“ უწოდა, იუწყება РИА Новости.
მოსაზრება: დასავლეთი ახალი სანქციებით რკინის ფარდას აფარებს>>
სამშაბათს გასაიდუმლოებულ დაზვერვის საზოგადოების მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობდა ხელი შეეშალა ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის და დახმარებოდა დონალდ ტრამპის ხელმეორე არჩევას, ასევე „დაეთესა შუღლი“ ამერიკულ საზოგადოებაში. დოკუმენტში ასევე დაანონსებულია ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.
„ამ პრეტენზიების დამადასტურებელი ფაქტი ან კონკრეტული მტკიცებულება მოყვანილი არ არის“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
როგორც დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, მოხსენებაში არსებული დასკვნები იმის თაობაზე, რომ რუსეთი შტატებში „ზეგავლენის ოპერაციებს“ ატარებდა, „მტკიცდება მხოლოდ იმით, რომ მის სისწორეში დაზვერვაა დარწმუნებული“.
დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მორიგი ბრალდებები აშშ-ის მხრიდან ხელს არ უწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას და არ შეესაბამება რუსეთის მიერ შეთავაზებულ „თანაბარუფლებიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საექსპერტო დიალოგს უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მოსაძებნად“.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ უფრო ადრე უარი განაცხადა ესაუბრა იმის თაობაზე, თუ როდის დააწესებენ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. CNN-ის მონაცემებით, ასეთ ნაბიჯზე თეთრი სახლი უკვე შემდეგ კვირაში შეიძლება წავიდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები გასული წლის 3 ნოემბერს ჩატარდა. მასში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა (306 ხმით რესპუბლიკელი ტრამპის 232-ის წინააღმდეგ). ტრამპმა მეტოქე არაერთხელ დაადანაშაულა „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში. ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა რუდი ჯულიანმა აღნიშნა, რომ დარღვევები კენჭისყრის მსვლელობისას სისტემური ხასიათისა იყო.
ახალი ანტირუსული „შავი სია“: შეერთებულმა შტატებმა სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა>>
აშშ-ში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამერიკის „არჩევნებში ჩარევასთან“ დაკავშირებული თავდასხმები ისმის. რუსეთმა წარსულში არაერთხელ უარყო ეს ბრალდებები.