კულუმბეგოვი: ჩემთვის პანდემია დასრულდა

© photo: Sputnikვაქცინაცია საქართველოში
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თითოეული ადამიანისთვის ვაქცინის გაკეთება სიმბოლურად ნიშნავს იმას, რომ პანდემია დასრულდა, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
საპატრიარქო: ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. ამ დროისთვის სულ ვაქცინირებულია 2.307 პირი.

ბიძინა კულუმბეგოვმა AstraZeneca-ს ვაქცინა დღეს საჯაროდ გაიკეთა და ყველას, განსაკუთრებით კი კოლეგებს მოუწოდა, საზოგადოებას მაგალითი მისცენ და ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, მუდმივად არ ვიყოთ დაუსრულებელ მარათონში – დავიკეტეთ-დავიხურეთ, ყველამ უნდა გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ საშიშროებასთან დაკავშირებული“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„გვერდით დაგვიდექით“: ქართველმა ექიმებმა დახმარებისთვის ეკლესიას მიმართეს:

ვაქცინაციის პირველივე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ეთერში აიცრა. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და მედიცინის სფეროს სხვა ცნობილმა პირებმა.

18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თავდაპირველად საქართველოში ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყო. 17 მარტიდან დამატებით ვაქცინაციის 35 პუნქტი გაიხსნა, 19 მარტიდან კი კიდევ 23 პუნქტი ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჯამში ვაქცინაციის პროცესში 80-ზე მეტი დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება.

ყველა ახალი ამბავი
0